ლიხტენშტაინი
ვიკიპედიიდან
ლიხტენშტაინი |
|
ლიხტენშტაინის დროშა | ლიხტენშტაინის გერბი |
ფართობი: 160 კმ² |
|
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
ოფიციალური - ლიხტენშტაინის სამთავრო. ეროვნული – Liechtenstein; Furstentum Liechtenstein. სახელწოდება "მსუბუქ ქვას" ნიშნავს და დაერქვა ლიხტენშტაინთა დინასტიის მიხედვით, რომელთაც შეიძინეს და გააერთიანეს შელენბერგის და ვადუცის საგრაფოების ტერიტორიები.
[რედაქტირება] გეოგრაფია
ქვეყანა ცენტრალურ ევროპაში, მდებარეობს ავსტრიასა და შვეიცარიას შორის. ფართობი - 160 კვ.კმ.
[რედაქტირება] სახელმწიფო
სახელმწიფო სისტემა - კონსტიტუციური მონარქია. სახელმწიფოს მეთაური - მთავარი ჰანს II ადამ ფონ ლიხტენშტაინი (HANS ADAM II, 1989). საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (25 წევრი). ადმინისტრაციული დაყოფა - 2 ისტორიული რეგიონი - ობერლანდი (ცენტრი ვადუცი) და უნტერლანდი (ცენტრი შელენბერგი).
[რედაქტირება] დემოგრაფია
მოსახლეობა - 33 ათასი (2003), მათ შორის ლიხტენშტაინელები 71 %, გერმანო-შვეიცარიელები 14%, ავსტრიელები 7%. სახელმწიფო ენა - გერმანული. გავრცელებულია გერმანულის ენის ალემანური დიალექტი. რელიგია - კათოლიციზმი. დედაქალაქი - ვადუცი (5,3 ათასი). ქალაქები - შაანი (5,7), ტრიზენი (4,7).
[რედაქტირება] ეკონომიკა
რესურსები - ჰიდრორესურსები, სასოფლო-სამეურნეო მიწები. ვალუტა - შვეიცარიული ფრანკი (CHF).
[რედაქტირება] ისტორია
დამოუკიდებელი სახელმწიფოა 1342 წლიდან. ამჟამინდელ საზღვრებში არსებობს 1434 წლიდან. შელენბერგის და ვადუცის საგრაფოები 1719 წელს გაერთიანდა. 1921 წლიდან შემოღებულ იქნა შვეიცარიის ვალუტა და მასთან სავაჭრო კავშირში გაერთიანდა. გაეროს წევრი გახდა 1990 წელს.
[რედაქტირება] მემკვიდრეობა
საფოსტო მარკების მუზეუმი, სამთავრო ციხე-სიმაგრე (XVI ს.), XIV ს-ის ტაძარი.
ევროპის ქვეყნები | |
ავსტრია | აზერბაიჯანი | ალბანეთი | ანდორა | ბელგია | ბელარუსი | ბოსნია და ჰერცეგოვინა | ბულგარეთი | გერმანია | დანია | დიდი ბრიტანეთი | ესპანეთი | ესტონეთი | ვატიკანი | თურქეთი¹ | ირლანდია | ისლანდია | იტალია | ლატვია | ლიტვა | ლიხტენშტაინი | ლუქსემბურგი | მაკედონია | მალტა | მოლდოვა | მონაკო | ნიდერლანდები | ნორვეგია | პოლონეთი | პორტუგალია | რუმინეთი | რუსეთი¹ | საბერძნეთი | სან-მარინო | საფრანგეთი | საქართველო | სერბია | მონტენეგრო | სლოვაკეთი | სლოვენია | სომხეთი | უკრაინა | უნგრეთი | ფინეთი | ყაზახეთი¹ | შვეიცარია | შვეცია | ჩეხეთი | ხორვატია | |
დამოკიდებული ტერიტორიები: გერნსი | გიბრალტარი | კუნძული მენი | ფარერის კუნძულები | ჯერსი | |
¹ ნაწილი აზიაშია |