ბინ ლადენი, ოსამა
ვიკიპედიიდან
უსამაჰ ბინ მუჰამედ ბინ ავად ბინ ლადინი (არაბ.: أسامة بن محمد بن عوض بن لادن) (დაბ. 10 მარტი 1957, რიადი, საუდის არაბეთი) - ცნობილია როგორც ოსამა ბინ ლადენი, პარამილიტარისტული და ტერორისტული ორგანიზაციის «ალ-ქაიდას» დამაარსებელი და ლიდერი. მსოფლიოს №1 ტერორისტი, რომელსაც მიეწერება 2001 წლის 11 სექტემბერს «მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე» ორგანიზირებული ტერორისტული თავდასხმა.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
მისი სრული სახელია ოსამა ბინ მუჰამედ ბინ ავად ბინ ლადენ. იგი დაიბადა 1957 წლის 28 ივლისს, ქალაქ ჯიდაში, ხოლო ბავშვობა გაატარა ისლამის სამშობლოში – ხიდაში.
იგი არის მამამისის მუხამედ ბენ ლადენის მე-17 შვილი.
ოსამა 16 წლის იყო, როცა ის ისლამის ერთ–ერთ ფუნდამენტალურ დაჯგუფებაში შევიდა. შემდეგ მან სწავლა განაგრძო აბდულ აზიზის სახელობის უნივერსიტეტში. დიპლომის აღების შემდეგ ოსამა წავიდა ავღანეთის ომში.