კორელი, არქანჯელო
ვიკიპედიიდან
არქანჯელო კორელი (*17 თებერვალი, 1653, რავენა, იტალია - † 8 იანვარი, 1713, რომი) - ბაროკოს ეპოქის იტალიელი მევიოლინე და კომპოზიტორი.
მას დიდი წვლილი მიუძღვის ვიოლინოზე შესრულების განვითარებაზე. მისი სავიოლინო ნაწარმოებები შესულია კამერული მუსიკის ისტორიაში. იგი თავისი დროის კომპოზიტორებთან განსხვავებით, ინსტრუმენტული მუსიკის კომპონირებით შემოიფარგლება. მის შემოქმედებაში შედის სავიოლინო კონცერტები და სონატები.