სლოვენია
ვიკიპედიიდან
სლოვენია |
|
სლოვენიის დროშა | სლოვენიის გერბი |
ფართობი: 20 273 კმ² |
|
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
- ოფიციალური: სლოვენია.
- ეროვნული: Slovenija.
- ეტიმოლოგია: ქვეყნის სახელი სლავური ძირისაა და ნიშნავს ”სიტყვას” (შდრ. რუსული слово) ან ”დიდებას” (შდრ. რუსული слава).
[რედაქტირება] გეოგრაფია
ქვეყანა მდებარეობს ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: იტალია, ავსტრია, უნგრეთი, ხორვატია. ფართობი - 20.273 კვ.კმ.
[რედაქტირება] სახელმწიფო
- სახელმწიფო სისტემა : რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი Janez DRNOVSEK (2002).
- საკანონმდებლო ორგანო : ერთპალატიანი პარლამენტი (90 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა : 182 მუნიციპალიტეტი (obcina) და 11 ქალაქი (mestna obcina).
[რედაქტირება] დემოგრაფია
- მოსახლეობა - 2.011 ათასი (2005), მათ შორის 88% სლოვენები, 3% ხორვატები, 2% სერბები, 1% ბოსნიელები.
- სახელმწიფო ენა : სლოვენური (91%). გავრცელებული ენები : სერბიული, ხორვატული (3%).
- რელიგია - კათოლიციზმი.
- დედაქალაქი - ლიუბლიანა (258 ათასი), მარიბორი (92).
[რედაქტირება] ეკონომიკა
- რესურსები - ქვანახშირი, ტყვია, თუთია, ვერცხლისწყალი, ურანი, ვერცხლი, ჰიდროენერგია, ტყეები.
- ექსპორტი - მანქანათმშენებლობის პროდუქცია, ნედლეული, კვების პროდუქტები.
- ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 9.810 $.
- ვალუტა - ტოლარი (SIT);
[რედაქტირება] ისტორია
1991 წელს სლოვენია პირველი გამოვიდა იუგოსლავიის შემადგენლობიდან და გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო. მეზობელი ხორვატიისა და ბოსნიისაგან განსხვავებით აქ ეს პროცესი მშვიდობიანად განვითარდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი მოსახლეობის ეთნიკური ერთგვაროვნება იყო. სლოვენია შედიოდა პირველ შვიდეულში, რომელიც 2002 წელს მიწვეულ იქნა ნატოში. იგი ასევე ევროკავშირის პირველი წევრია (2004) ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკებს შორის.
[რედაქტირება] მემკვიდრეობა
- ბუნებრივი ღირშესანიშნაობები: ადრიატიკის სანაპირო, შკოციანის მღვიმეები.