ტანზანია
ვიკიპედიიდან
ტანზანიa |
|
ტანზანიის დროშა | ტანზანიის გერბი |
ფართობი: 945.087 კმ² |
|
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
- ოფიციალური: ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა.
- ეროვნული: Jamhuri ya Muungano wa Tanzania; United Republic of Tanzania.
- ეტიმოლოგია: ქვეყნის მატერიკულ ნაწილს "ტანგანიკა" ეწოდება, ხოლო მიმდებარე კუნძულს - "ზანზიბარი". მათი კომბინაციითაა მიღებული ”ტანზანია”.
[რედაქტირება] გეოგრაფია
ქვეყანა აღმოსავლეთ აფრიკაში, მდებარეობს ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: კენია, უგანდა, რუანდა, ბურუნდი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ზამბია, მალავი, მოზამბიკი. ფართობი: 945.087 კვ.კმ. უმაღლესი მწვერვალი - მთა კილიმანჯარო (5895 მ). უდიდესი ტბა - ვიქტორია.
[რედაქტირება] სახელმწიფო
- სახელმწიფო სისტემა : რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი ბ.უ.მკაპა (Benjamin William MKAPA, 1995).
- საკანონმდებლო ორგანო : ერთპალატიანი პარლამენტი (274 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა : 25 რეგიონი.
[რედაქტირება] დემოგრაფია
- მოსახლეობა - 36,588,225 (2003), მათ შორის 95% ბანტუს ხალხები.
- სახელმწიფო ენა : სუაჰილი და ინგლისური.
- რელიგია : ანიმიზმი 44%, ისლამი 17%, ქრისტიანობა 14%.
- დედაქალაქი : დოდომა (164 ათასი).
- ქალაქები : დარ-ეს-სალამი (2,490), მვანზა (302), ზანზიბარი (257), მოროგორო (246).
[რედაქტირება] ეკონომიკა
- რესურსები : ჰიდროენერგია, კალა, ფოსფატები, რკინის მადანი, ქვანახშირი, ალმასი, ქვები, ოქრო, ბუნებრივი აირი, ნიკელი.
- ექსპორტი : ყავა, ბამბა, სანელებლები.
- ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე : 280 $.
- ვალუტა : ტანზანიური შილინგი (TZS);
[რედაქტირება] ისტორია
1961 წლამდე აქ ბრიტანეთის ორი კოლონია იყო: ტანგანიკა და ზანზიბარი. 1961 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა ტანგანიკამ, 1963 წელს ზანზიბარმა. მათი გაერთიანება ერთ სახელმწიფოდ მოხდა 1964 წელს, სახელწოდება "ტანზანია" მიღებულ იქნა შემადგენელი სუბიექტების სახელთა პირველი მარცვლებისაგან.
[რედაქტირება] მემკვიდრეობა
კილიმანჯაროს ეროვნული პარკი; ნგორონგოროს დაცული ზონა; კილვა კისივანის და სონგო მნარას ნანგრევები; ქვის ქალაქი კუნძულ ზანზიბარზე.