პანამის არხი
ვიკიპედიიდან
პანამის არხი მნიშვნელოვანი სანაოსნო არხია რომელიც ჭრის პანამის ყელს ცენტრალურ ამერიკაში და აკავშირებს ატლანტიკისა და წყნარ ოკეანეებს. არხის მშენებლობა იყო ერთ-ერთი უდიდესი და ურთულესი საინჟინრო პროექტი, რომელიც კი ადამიანს დღემდე განუხორციელებია. არხის აშენება დიდად წაადგა საერთაშორისო ტვირთზიდვას, ვინაიდან სატვირთო გემებს უკვე აღარ სჭირდებოდათ კონტინენტის შემოვლა გრძელი და საშიში მარშრუტით დრეიკის სრუტესა და ჰორნის კონცხთან სამხრეთ ამერიკის უკიდურეს სამხრეთში. ამჟამად გემს ნიუ-იორკიდან სან-ფრანცისკოში 9.500 კმ-ის გავლა უწევს, რაც თითქმის 2.5-ჯერ ნაკლებია ადრინდელ 22.500 კმ-ზე.
მიუხედავად იმისა, რომ თავად იდეა პანამის არხისა ადრეულ მე-16 საუკუნეში ჩაისახა, პირველი მცდელობა არხის აშენებისა მხოლოდ 1880 წელს განხორციელდა ფრანგების მეთაურობით. თავდაპირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა და პროექტის დასრულება შემდგომში აშშ-მ იკისრა. არხი 1914 წელს გაიხსნა. 77 კმ სიგრძის არხის მშენებლობას ბევრი სირთულე სდევდა თან, მათ შორის ტროპიკული ავადმოყოფობები (მალარია და ყვითელი ცხელება) და მასიური მეწყერი. არხის მშენებლობაზე დაახლ. 27.500 მუშა დაიღუპა.
გახსნის შემდეგ არხს უზარმაზარი წარმატება ჰქონდა და დღემდე უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორს წარმოადგენს. ყოველწლიურად არხზე 14.000 სატვირთო გემი გადის ჯამური 203 მილიონი ტონა თვირთგამტარიანობით. 2002 წლისთვის არზე მისი გახსნის დღიდან 800.000 გემმა გაიარა.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- არხის მმართველობის ოფიციალური ვებ-გვერდი — იხ. არხის მოქმედების სიმულაცია.
თარგი:ინჟინერია