ჩემპიონთა ლიგა
ვიკიპედიიდან
უეფას ჩემპიონთა ლიგა (ინგ. UEFA Champions League) — ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირი, რომელიც ტარდება წამყვანი ევროპული საფეხბურთო კლუბების მონაწილეობით.
თავდაპირველად ტურნირს ეწოდებოდა ევროპის ჩემპიონთა თასი (1955/1956 – 1991/1992 წლებში), და მასში მონაწილეობას იღებდნენ ევროპის ეროვნული ჩემპიონატების გამარჯვებულები. 1992/1993 წლების სეზონიდან ტურნირმა ახლანდელი სახელწოდება მიიღო და შეიცვალა გათამაშების ფორმატი (3 საკვალიფიკაციო რაუნდი, ჯგუფური ეტაპი და პლეი–ოფი).
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები: მადრიდის რეალს ტურნირი მოგებული აქვს 9–ჯერ, მილანი – 6, ლივერპული – 5, ბაიერნი – 4, აიაქსი – 4.