ლიტვა
ვიკიპედიიდან
|
|||||
ჰიმნი: ”Tautiska Giesme” | |||||
დევიზი: "Tautos jėga vienybėje" | |||||
დედაქალაქი | ვილნიუსი |
||||
უდიდესი ქალაქი | ვილნიუსი | ||||
ოფიც. ენები | ლიტვური | ||||
მთავრობა | საპარლამენტო რესპუბლიკა | ||||
-პრეზიდენტი | ვალდას ადამკუსი | ||||
-პრ.-მინისტრი | გედიმინას კირკილასი | ||||
ფართობი - საერთო - წყალი (%) |
65,200 კმ² (123-ე) 1,35% |
||||
მოსახლეობა - 2007 სავ. - სიმჭიდროვე |
3,369,600 (130-ე) 52 ად/კმ² |
||||
მშპ (ppp) - საერთო - ერთ მოსახლეზე |
2008მიახლ. $66 მილიარდი (75-ე) $19, 730 (49-ე) |
||||
აგი (2007) | 0.862 (მაღალი) (43-ე) | ||||
ვალუტა | ლიტი (LTL ) |
||||
დროის სარტყელი | EET (UTC +2სთ.) | ||||
-ზაფხულის დრო | EET (UTC +3სთ.) | ||||
ქვეყნის კოდი | LTU | ||||
ccTLD | .lt | ||||
სატელეფონო კოდი | +370 |
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
- ოფიციალური: ლიტვის რესპუბლიკა.
- ეროვნული: Lietuva; Lietuvos Respublika.
- ეტიმოლოგია: ლათინური ფორმა Lituae ქრონიკებში პირველად გამოყენებულ იქნა 1009. მე-16 საუკუნეში მეცნიერები ამ სიტყვას აკავშირებდნენ ლათინურ litus-თან (ნიშნავს ”მილს”). ეს იყო მისი ასოცირება ხის საყვირთან, რომელზეც ლიტვური ტომები უკრავდნენ. თანამედროვე მეცნიერები ფიქრობენ, რომ ქვეყნის სახელწოდება უნდა მომდინარეობდეს მდინარისაგან, თუმცა მათ არასაკმარისი არგუმენტები აქვთ ასეთი მდინარის არსებობის თაობაზე.
[რედაქტირება] გეოგრაფია
ქვეყანა მდებარეობს ევროპის ჩრდილო-აღმოსავლეთში. იგი ყველაზე დიდია ბალტიის სამ ქვეყანას შორის, როგორც მოსახლეობით, ასევე ტერიტორიით. მოსაზღვრე სახელმწიფოებია: ლატვია, ბელარუსი, პოლონეთი, რუსეთი (კალინინგრადის ოლქი). ფართობი - 65.200 კვ.კმ.
[რედაქტირება] სახელმწიფო
- სახელმწიფო სისტემა : განვითარებადი დემოკრატია.
- სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი.
- მთავრობის მეთაური : პრემიერ-მინისტრი გედიმინას კირკილასი.
- საკანონმდებლო ორგანო : ერთპალატიანი პარლამენტი - სეიმი (141 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა : 10 ოლქი (apskritis).
[რედაქტირება] დემოგრაფია
- მოსახლეობა - 3.608 ათასი (2004), მათ შორის - ლიტველები 81%, რუსები 9%, პოლონელები 7%.
- სახელმწიფო ენა : ლიტვური. გავრცელებული ენები : პოლონური, რუსული.
- რელიგია - კათოლიციზმი.
- დედაქალაქი - ვილნიუსი (543 ათასი).
- ქალაქები - კაუნასი (380), კლაიპედა (193), შიაულიაი (134), პანევეჟისი (120).
[რედაქტირება] ეკონომიკა
- რესურსები - ტორფი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.
- ექსპორტი - კვების პროდუქტები, ქიმიური მრეწველობის პროდუქცია.
- ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 3.660 $.
- ვალუტა - ლიტასი (LTL).
[რედაქტირება] ისტორია
1918-40 წლებში დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო. 1990 წელს აღდგენილ იქნა დამოუკიდებლობა. ლიტვის უახლესი ისტორიის გადამწყვეტი მომენტი დადგა 2002 წელს კოპენჰაგენის ევროპულ სამიტზე, სადაც მან ოფიციალური მიწვევა მიიღო ევროკავშირის წევრობაზე. რამდენიმე თვეში პრაღის კონფერენციაზე ასეთივე წინადადება მიიღო ნატოსაგანაც. 2003 წლის მაისში ლიტველთა უმრავლესობამ რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა ევროკავშირში გაწევრიანებას.
[რედაქტირება] მემკვიდრეობა
- ვილნიუსი - ისტორიული ცენტრი, წმ. ანას ტაძარი (XVII ს.), ბერნარდინელთა ეკლესია (XVI ს.), გედიმინასის კოშკი;
- კაუნასი - XVIII ს-ის ტაძარი, «მეცხრე ფორტი», ჩურლიონისის გალერეა;
- შიაულიაი - ეკლესია პიატრო (XVII ს.);
- სხვადასხვა - ციხე ტრაკაის ტბაზე (XIV ს.).
ავსტრია · აზერბაიჯანი1 · ალბანეთი · ანდორა · ბელარუსი · ბელგია · ბოსნია და ჰერცეგოვინა · ბულგარეთი · გერმანია · დანია3 · დიდი ბრიტანეთი3 ესპანეთი3 · ესტონეთი · ვატიკანი · თურქეთი1 · ირლანდია · ისლანდია · იტალია · კვიპროსი2 · ლატვია · ლიტვა · ლიხტენშტაინი · ლუქსემბურგი · მაკედონია · მალტა · მოლდოვა · მონაკო · ნიდერლანდი3 · ნორვეგია3 · პოლონეთი · პორტუგალია · რუმინეთი · რუსეთი1 · საბერძნეთი · სან-მარინო · საფრანგეთი3 · საქართველო1 · სერბეთი · მონტენეგრო · სლოვაკეთი · სლოვენია · სომხეთი2 · უკრაინა · უნგრეთი · ფინეთი · ყაზახეთი1 · შვეიცარია · შვედეთი · ჩეხეთი · ხორვატია ·
1 ტერიტორიის დიდი ნაწილი აზიაშია.
2 მთლიანად აზიაში, მაგრამ კულტურულ-სოციალური კავშირები აქვს ევროპასთან.
3 აქვს დამოკიდებული და მსგავსი ტერიტორიები ევროპის გარეთ.