რასელი, ბერტრან
ვიკიპედიიდან
ბერტრან არტურ უილიამ რასელი (ინგლ. Bertrand Russell, * 18 მაისი, 1872, ტრელეკი, უელსი – 2 თებერვალი, 1970, პენიანდრაითი, უელსი), ინგლისელი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, მათემატიკოსი, საზოგადო მოღვაწე, პაგუოშის მოძრაობის დამაარსებელი, ლოგიციზმის, ნეოპოზიტივიზმის და "ნეიტრალური მონიზმის" წარმომადგენელი. არის ავტორი (ა. უაითხედთან ერთად) ეპოქალური მნიშვნელობის ნაშრომისა მათემატიკურ ლოგიკაში – "მათემატიკის საფუძვლები" (Principia Mathematica, ტ. 1–3, 1910–1913). ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1950).