მექსიკა
ვიკიპედიიდან
მექსიკა |
|
მექსიკის დროშა |
მექსიკის გერბი |
ფართობი: 1 972 550 კმ² |
|
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
- ოფიციალური: მექსიკის შეერთებული შტატები.
- ესპანური: Mexico; Estados Unidos Mexicanos.
- ეტიმოლოგია: - სახელი მომდინარეობს აცტეკთა ერთ-ერთი შტოს Mexica-საგან.
- ქვეყნის კოდი: MX.
[რედაქტირება] გეოგრაფია
ქვეყანა მდებარეობს ცენტრალურ ამერიკაში, უკავის ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის სამხრეთი ნაწილი. მოსაზღვრე ქვეყნებია: აშშ, გვატემალა, ბელიზი.
- ფართობი: 1.972.550 კვ.კმ. საზღვრები: საზღვაო - 6.778 კმ; სახმელეთო - 4.448 კმ.
- ბუნება: გეოგრაფიული რაიონები - მექსიკის პლატო, ყურის ზღვისპირა დაბლობი, წყნარი ოკეანისპირა მაღლობი, ქვედა კალიფორნიის ნახევაკუნძული, სამხრეთი მაღლობი, ჩიაპასის მაღლობი. უმაღ. მწვერვალი – სიტლალტეპეტლი (ორისაბა) 5.747 მ; პოპოკატეპეტლი 5,452 მ. მდინარეები (კმ) - რიო გრანდე 2.001 (სულ 3.060), რიო გრანდე დე სანტიაგო 965, რიო პაპალოაპანი 900, რიო ბალსასი 771; ტბა (კვ.კმ) - ლაგო დე ჩაპალა 1.080; კუნძული (კვ.კმ) - ტიბურონი 1.186; კლიმატი - ტროპიკული, მშრალი.
- ბუნებრივი რესურსები: ნავთობი, ვერცხლი, სპილენძი, ოქრო, ტყვია, თუთია, ბუნებრივი აირი, საშენი ხე-ტყე.
[რედაქტირება] სახელმწიფო
- სახელმწიფო სისტემა: ფედერაციული რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი Vicente FOX Quesada (2000).
- საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (128+500 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა: ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია - 31 შტატი (estado) და 1 ფედერალური ოლქი (distrito federal).
[რედაქტირება] დემოგრაფია
- მოსახლეობა: 104,9 მლნ (2003), მათ შორის 60% მეტისი (ესპანელ-ინდიელი), 9% თეთრი, 1,3% აცტეკი, 0,7% მაია. რასობრივი შემადგენლობა: მეტისი - 55%, ინდიელი - 29 %, ევროპელი - 15%.
- ენები: ესპანური, მაია, ნაუატლი და სხვა აბორიგენული ენები.
- რელიგია: კათოლიციზმი.
- ქალაქები (ათ.) : მეხიკო (8.681; აგლომ. 21.234), ეკატეპეკი (1.732), გვადალახარა (1.666; აგლომ. 3.896), პუებლა (1.345; აგლომ. 2.586), ხუარესი (1.294), ტიხუანა (1.270), ნესაუალკოიოტლი (1.251), მონტერეი (1.135; აგლომ. 3.528).
[რედაქტირება] ეკონომიკა
- ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 347 მლრდ $ (მე-16 ადგილი); 1 სულზე - 3.700 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 6, მრეწველობა 26, მომსახურება 68.
- ექსპორტი: ნავთობპროდუქტები, ავტომობილები, ბამბა, ყავა, თევზი, სასუქები.
- ბიუჯეტი: 136,000 მლნ $.
- ვალუტა: მექსიკური პესო (MXN).
[რედაქტირება] ისტორია
1821 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა ესპანეთისაგან. 1824 წლიდან რესპუბლიკაა. 1845-1848 წლებში აშშ-სთან ომის შედეგად დაკარგა ტეხასი და სხვა ტერიტორიები. მე-2 მსოფლიო ომში ანტიჰიტლერული კოალიციის მხარეს იყო. 1992 წელს აშშ-სა და კანადასთან მოაწერა ხელი შეთანხმებას ჩრდილოეთ ამერიკაში თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
[რედაქტირება] მემკვიდრეობა
მეხიკოს ისტორიული ცენტრი, პრე-ესპანური ქალაქები პალენკე, ტეოტიჰუაკანი, ჩიჩენ-ისა, ისტორიული ქალაქები ოასაკა, პუებლა, გუანახუატო, მონასტრები პოპოკატეპეტლის ფერდობებზე.