ალპები
ვიკიპედიიდან
ალპები, არის ერთ-ერთი უდიდესი მთათა სისტემა ევროპაში. გადაჭიმულია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან შუა დუნაის დაბლობამდე, შვეიცარიის, იტალიის, საფრანგეთის, ავსტრიის, გერმანიის, ლიხტენშტაინის ტერიტორიაზე. ალპების უმაღლესი მწვერვალია მონბლანი, ზღვის დონიდან 4808 მეტრზე.