ლიტვა
ვიკიპედიიდან
ლიტვა |
|
ლიტვის დროშა | ლიტვის გერბი |
ფართობი: 65 200 კმ² |
|
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
- ოფიციალური: ლიტვის რესპუბლიკა.
- ეროვნული: Lietuva; Lietuvos Respublika.
- ეტიმოლოგია: ლათინური ფორმა Lituae ქრონიკებში პირველად გამოყენებულ იქნა 1009. მე-16 საუკუნეში მეცნიერები ამ სიტყვას აკავშირებდნენ ლათინურ litus-თან (ნიშნავს ”მილს”). ეს იყო მისი ასოცირება ხის საყვირთან, რომელზეც ლიტვური ტომები უკრავდნენ. თანამედროვე მეცნიერები ფიქრობენ, რომ ქვეყნის სახელწოდება უნდა მომდინარეობდეს მდინარისაგან, თუმცა მათ არასაკმარისი არგუმენტები აქვთ ასეთი მდინარის არსებობის თაობაზე.
[რედაქტირება] გეოგრაფია
ქვეყანა მდებარეობს ევროპის ჩრდილო-აღმოსავლეთში. იგი ყველაზე დიდია ბალტიის სამ ქვეყანას შორის, როგორც მოსახლეობით, ასევე ტერიტორიით. მოსაზღვრე სახელმწიფოებია: ლატვია, ბელარუსი, პოლონეთი, რუსეთი (კალინინგრადის ოლქი). ფართობი - 65.200 კვ.კმ.
[რედაქტირება] სახელმწიფო
- სახელმწიფო სისტემა : განვითარებადი დემოკრატია.
- სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი.
- საკანონმდებლო ორგანო : ერთპალატიანი პარლამენტი - სეიმი (141 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა : 10 ოლქი (apskritis).
[რედაქტირება] დემოგრაფია
- მოსახლეობა - 3.608 ათასი (2004), მათ შორის - ლიტველები 81%, რუსები 9%, პოლონელები 7%.
- სახელმწიფო ენა : ლიტვური. გავრცელებული ენები : პოლონური, რუსული.
- რელიგია - კათოლიციზმი.
- დედაქალაქი - ვილნიუსი (543 ათასი).
- ქალაქები - კაუნასი (380), კლაიპედა (193), შიაულიაი (134), პანევეჟისი (120).
[რედაქტირება] ეკონომიკა
- რესურსები - ტორფი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.
- ექსპორტი - კვების პროდუქტები, ქიმიური მრეწველობის პროდუქცია.
- ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 3.660 $.
- ვალუტა - ლიტასი (LTL).
[რედაქტირება] ისტორია
1918-40 წლებში დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო. 1990 წელს აღდგენილ იქნა დამოუკიდებლობა. ლიტვის უახლესი ისტორიის გადამწყვეტი მომენტი დადგა 2002 წელს კოპენჰაგენის ევროპულ სამიტზე, სადაც მან ოფიციალური მიწვევა მიიღო ევროკავშირის წევრობაზე. რამდენიმე თვეში პრაღის კონფერენციაზე ასეთივე წინადადება მიიღო ნატოსაგანაც. 2003 წლის მაისში ლიტველთა უმრავლესობამ რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა ევროკავშირში გაწევრიანებას.
[რედაქტირება] მემკვიდრეობა
- ვილნიუსი - ისტორიული ცენტრი, წმ. ანას ტაძარი (XVII ს.), ბერნარდინელთა ეკლესია (XVI ს.), გედიმინასის კოშკი;
- კაუნასი - XVIII ს-ის ტაძარი, «მეცხრე ფორტი», ჩურლიონისის გალერეა;
- შიაულიაი - ეკლესია პიატრო (XVII ს.);
- სხვადასხვა - ციხე ტრაკაის ტბაზე (XIV ს.).