რიხტერის სიმძლავრის შკალა
ვიკიპედიიდან
რიხტერის სიმძლავრის შკალა (უფრო კონკრეტულად - ადგილობრივი სიმძლავრის ML შკალა) განსაზღვრავს მიწისძვრის სიძლიერის რიცხვით მნიშვნელობას. ის ემყარება 10-ერთეულიან ლოგარითმულ შკალას, რომელიც გამოითვლება სეისმოგრამაზე ნულიდან უდიდესი გადახრის კომბინირებული ჰორიზონტალური ამპლიტუდის ალგორითმით.
მაგ. 5 მაგნიტუდა სიძლიერის მიწისძვრა 10-ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე 4-იანი მიწისძვრა, ხოლო 8 მაგნიტუდისა კი 10(8 − 4) ან 10000-ჯერ აღემატება 4-იანს.
რიხტერის სიმძლავრის განზომილების ერთეული არის მაგნიტუდა (ხშირად არასწორად უწოდებენ ბალს) (მაგ. 2002 წლის, 25 აპრილს, თბილისში დაფიქსირდა 4,5 მაგნიტუდა სიძლიერის მიწისძვრა.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
ეს არის სტატიის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ვიკიპედიას და შეავსოთ იგი. |