ტაილანდი
ვიკიპედიიდან
ტაილანდი |
|
ტაილანდის დროშა | ტაილანდის გერბი |
ფართობი: 513.115 კმ² |
|
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
- ოფიციალური: ტაილანდის სამეფო.
- ეროვნული: ประเทศไทย; Racha Anachak Thai.
- ეტიმოლოგია: ქვეყნის სახელწოდება მომდინარეობს ტაის ეთნოსისაგან, თავის მხრივ ”ტაი” აღნიშნავს ”თავისუფალს”. შუა საუკუნეებიდან 1939 წლამდე ქვეყანას სიამი ერქვა (სანსკრიტზე Sayam - "შავგვრემანი, მუქკანიანი”).
[რედაქტირება] გეოგრაფია
ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში სიამის ყურის სანაპიროზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: ბირმა, ლაოსი, კამბოჯა. ფართობი: 513.115 კვ.კმ.
[რედაქტირება] სახელმწიფო
- სახელმწიფო სისტემა : კონსტიტუციური მონარქია.
- სახელმწიფოს მეთაური : მეფე პუმიპონ ადულიადეტი (PHUMIPHON Adulyadet, 1946).
- საკანონმდებლო ორგანო : ორპალატიანი პარლამენტი (200+500 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა : 76 რეგიონი (changwat).
[რედაქტირება] დემოგრაფია
- მოსახლეობა - 64,265 მლნ (2003), მათ შორის 53% სიამელი, 27% ლაო, 14% ჩინელი.
- სახელმწიფო ენა : ტაილანდური. ინგლისური ელიტის ენაა.
- რელიგია : ბუდიზმი.
- დედაქალაქი : კრუნგ-ტეპი (ბანგკოკი; 6,611), სამუტ პრაკანი (396), ნონტხაბური (305), უდონ ტხანი (231).
[რედაქტირება] ეკონომიკა
- რესურსები : კალა, რეზინი, ბუნებრივი აირი, ვოლფრამი, ტანტალი, საშენი ხე-ტყე, ტყვია, თევზი, თაბაშირი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.
- ექსპორტი : ბრინჯი, სიმინდი, ქსოვილები, სამრეწველო საქონელი.
- ეროვნ. პროდუქტი - 166 მლრდ $.
- ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე : 1.980 $.
- ვალუტა : ბატი (THB);
[რედაქტირება] ისტორია
1896 წლის ინგლისურ-ფრანგული შეთანხმებით აღიარებულ იქნა სიამის დამოუკიდებელი ბუფერული სახელმწიფო. 1932 წლიდან კონსტიტუციური მონარქიაა. სახელწოდება ტაილანდი მიღებულ იქნა 1939 წელს. მე-2 მსოფლიო ომის დროს ოკუპირებული იყო იაპონიის მიერ. 1947 წელს სამხედროებმა ჩაიგდეს ძალაუფლება. სამოქალაქო მთავრობა - შეიქმნა 1983 წელს. 1991 წელს კვლავ სამხედროების მმართველობა დამყარდა, რომლებმაც არალეგიტიმური არჩევნები ჩაატარეს.
[რედაქტირება] მემკვიდრეობა
- ბანგკოკი - ეროვნული მუზეუმი, ვან პოს ტაძართა კომპლექსი (XIX ს.), ლაჟვარდოვანი ბუდის ტაძარი (XVIII ს.), განთიადის ტაძრის კოშკი (104 მ), სამეფო სასახლე (XVIII ს.);
- ბუდისტური ტაძრები და კომპლექსები ნაკხონპატხომსა და ჩიანგმაიეში.