ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურის დარგში
ვიკიპედიიდან
ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ყოველწლიურად ენიჭება ავტორს, რომელსაც ალფრედ ნობელის აზრით შექმნილი აქვს "იდეალისტური ხასიათის საუკეთესო თხზულება". "თხზულებაში" იგულისხმება ლიტერატორის მთელი შემოქმედება, და არა კონკრეტული ნაწარმოები, თუმცა არსებობს გამონაკლისიც და ცალკეულ ნაშრომსაც დაუმსახურებია ჯილდო. შვედეთის აკადემია მთელი წლის მანძილზე განიხილავს მიმდინარე ლიტერატურულ ტენდეციებს მსოფლიოში და ოქტომბრის დასაწყისში ასახელებს პრემიის ლაურეატს.
ზემოთ ნახსენები ნობელის ფრაზას სხვადასხვანაირად განმარტავენ. შვედური ენიდან სიტყვა idealisk ითარგმნება როგორც იდეალისტური, ასევე როგორც იდეალი. შესაბმისად, პრემიის გაცემის საწყის წლებში აკადემია ცდილობდა სიტყვა–სიტყვით შეესრულებინა ნობელის სურვილი, რამაც ჯილდოს მიღმა დატოვა საუკუნის დასაწყისის დიდი მწერლები, როგორიც იყვნენ ლევ ტოლსტოი და ჰენრიკ იბსენი, რომელთა ნაწარმოებები არ იყო საკმარისად "იდეალისტური". შემდგომ წლებში ნობელის კომიტეტმა შეარბილა შერჩევის კრიტერიუმები და მთავარი აქცენტი მწერალთა ნაწარმოებების ლიტერატურულ ღირებულებებზე გაამახვილა.
ნობელის პრემია არ წარმოადგენს ლიტერატორის წარმატებისა და პოპულარობის საზომს. ბევრი მწერალი, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი ბესტსელერებისა ხშირად კანდიდატთა სიაშიც კი ვერ ხვდება.
სექციების სია |
[რედაქტირება] ნომინაციის პროცედურა
ყოველ წლიურად შვედეთის აკადემია აქვეყნებს განცხადებას კანდიდატთა შერჩევის შესახებ. თავად აკადემიის წევრები, ლიტერატურული აკადემიებისა და საზოგადოების წევრები, ენისა და ლიტერატურის პროფესორები, ნობელის პრემიის ყოფილი ლაურეატები და მწერალთა ორგანიზაციების პრეზიდენტები უფლებამოსილნი არიან წარადგინონ კანდიდატები. ამავდროულად, არ შეიძლება საკუთარი თავის წარდგენა.
ათასობით გაცხადება იგზავნება ყოველწლიურად შვედეთის აკადემიიდან და მხოლოდ 50–მდე კანდიდატის წარდგენა ხორციელდებ მთელი მსოფლიოდან. 1 თებერვლისთვის კანდიდატთა სიების მიღება წყდება. აპრილისთვის აკადემია ამცირებს კანდიდატთა რაოდენობას ოცამდე, მოგვიანებ, ზაფხულში კი ქვეყნდება 5 კანდიდატთა სია. იმავე წლის ოქტომბერში აკადემიის წევრები კენჭს უყრიან კანდიდატებს და ის მწერალი, რომელიც კომიტეტის ნახევარზე მეტის მხარდაჭერას მოიპოვებს ოფიციალურად ცხადდება ნობელის პრემიის ლაურეატად ლიტერატურის დარგში.
პრემიის ფულადი ნომინალი იცვლება დაარსების თარიღდან და სადღეისოდ, დაახლოებით, 10 მილიონ {შვედური კრონა|შვედური კრონას]] წარმოადგენს. ლაურეატი ასევე ღებულობს ოქროს მედალსა და ნობელის დიპლომს.
[რედაქტირება] ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურის დარგში
[რედაქტირება] ლაურეატთა ენა
ენა | ლაურეატთა რაოდენობა | % |
---|---|---|
ინგლისური ენა | 26 | 25.00 |
ფრანგული ენა | 13 | 12.50 |
გერმანული ენა | 12 | 11.54 |
ესპანური ენა | 10 | 9.62 |
იტალიური ენა | 6 | 5.77 |
შვედური ენა | 6 | 5.77 |
რუსული ენა | 5 | 4.81 |
პოლონური ენა | 4 | 3.85 |
დანიური ენა | 3 | 2.88 |
ნორვეგიული ენა | 3 | 2.88 |
ბერძნული ენა | 2 | 1.92 |
იაპონური ენა | 2 | 1.92 |
არაბული ენა | 1 | 0.96 |
ბენგალი | 1 | 0.96 |
ჩინური ენა | 1 | 0.96 |
ჩეხური ენა | 1 | 0.96 |
ფინური ენა | 1 | 0.96 |
ივრითი | 1 | 0.96 |
თურქული ენა | 1 | 0.96 |
უნგრული ენა | 1 | 0.96 |
ისლანდიური ენა | 1 | 0.96 |
ოქსიტანური ენა | 1 | 0.96 |
პორტუგალიური ენა | 1 | 0.96 |
სერბული ენა | 1 | 0.96 |
იდიში | 1 | 0.96 |
[რედაქტირება] ლაურეატი ქვეყნები
ქვეყანა | ლაურეატთა რაოდენობა | % |
---|---|---|
საფრანგეთი | 13 | 12.75 |
აშშ | 12 | 11.76 |
დიდი ბრიტანეთი | 10 | 9.80 |
გერმანია | 8 | 7.84 |
იტალია | 6 | 5.88 |
შვედეთი | 6 | 5.88 |
რუსეთი | 5 | 4.90 |
ესპანეთი | 5 | 4.90 |
ირლანდია | 4 | 3.92 |
პოლონეთი | 4 | 3.92 |
დანია | 3 | 2.94 |
ნორვეგია | 3 | 2.94 |
ჩილე | 2 | 1.96 |
საბერძნეთი | 2 | 1.96 |
იაპონია | 2 | 1.96 |
სამხრეთი აფრიკა | 2 | 1.96 |
შვეიცარია | 2 | 1.96 |
ავსტრალია | 1 | 0.98 |
ავსტრია | 1 | 0.98 |
ბელგია | 1 | 0.98 |
კანადა | 1 | 0.98 |
ჩინეთი | 1 | 0.98 |
კოლუმბია | 1 | 0.98 |
ჩეხოსლოვაკია | 1 | 0.98 |
ეგვიპტე | 1 | 0.98 |
ფინეთი | 1 | 0.98 |
გვატემალა | 1 | 0.98 |
უნგრეთი | 1 | 0.98 |
ისლანდია | 1 | 0.98 |
ინდოეთი | 1 | 0.98 |
თურქეთი | 1 | 0.98 |
ისრაელი | 1 | 0.98 |
მექსიკა | 1 | 0.98 |
ნიგერია | 1 | 0.98 |
პორტუგალია | 1 | 0.98 |
სენტ ლუსია | 1 | 0.98 |
ტრინიდადი და ტობაგო | 1 | 0.98 |
იუგოსლავია | 1 | 0.98 |