თურქმენეთი
ვიკიპედიიდან
|
|||||
დევიზი: (არ აქვს) |
|||||
სახელმწიფო ენა | თურქმენული | ||||
დედაქალაქი | აშგაბატი | ||||
პრეზიდენტი | საფარმურად ნიაზოვი | ||||
პრემიერ-მინისტრი | საფარმურად ნიაზოვი | ||||
ფართობი - ხმელეთი - % წყალი |
სიდიდით 51-ე 488,100 კვ.კმ --% |
||||
მოსახლეობა - რაოდენობა - სიმჭიდროვე |
სიდიდით 113-ე 4,600,200 9,4/km² |
||||
დამოუკიდებლობა - თარიღი |
სსრკ-დან 27 ოქტომბერი 1991 |
||||
ვალუტა | მანათი | ||||
დროის ზონა | დზკ +5 | ||||
სახელმწიფო ჰიმნი | თურქმენეთის ჰიმნი | ||||
ინტერნეტის დომენი | .tm | ||||
სატელეფონო კოდი | 993 |
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
- ოფიციალური: თურქმენეთი.
- ეროვნული: Türkmenistan.
[რედაქტირება] გეოგრაფია
ქვეყანა მდებარეობს ცენტრალურ აზიაში. მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებია: ავღანეთი, ირანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, დასავლეთიდან აკრავს კასპიის ზღვა. ფართობი - 488.100 კვ.კმ. ტერიტორიის 90% ყარაყუმის უდაბნოს უკავია. სამხრეთი საზღვრის გასწვრივ აღმართულია კოპეტდაღის ქედი. მთავარი მდინარეებია ამუ-დარია და ჰარირუდი.
[რედაქტირება] სახელმწიფო
- სახელმწიფო სისტემა - სოციალისტური პლიურალიზმი.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი ს. ნიაზოვი (1990-2006 წწ).
- საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი (100+50 წევრი).
[რედაქტირება] ტერიტორიული მოწყობა
თურქმენეთი ადმინისტრაციულად იყოფა 5 ოლქად (welayat).
- ახალის ვილაიეთი - ცენტრი აშხაბადი.
- მარის ვილაიეთი - ცენტრი მარი.
- ლებაპის ვილაიეთი - ცენტრი თურქმენაბატი.
- დაშოუზის ვილაიეთი - ცენტრი დაშოუზი.
- ბალკანის ვილაიეთი - ცენტრი ბალკანაბატი.
[რედაქტირება] დემოგრაფია
- მოსახლეობა - 4.775 ათასი (2003), მათ შორის – თურქმენი 77%, რუსი 6,7%, უზბეკი 9,2%, ყაზახი 2%.
- სახელმწიფო ენა - თურქმენული (72%). სხვა ენები - რუსული (12%), უზბეკური (9%).
- რელიგია - ისლამი.
- დედაქალაქი - აშგაბატი (728 ათასი). სხვა ქალაქები - თურქმენაბატი (213), დაშოუზი (თაშაუზი, 160), მარი (114), ბალკანაბატი (100), თურქმენბაში (72).
[რედაქტირება] ეკონომიკა
სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნახევარი ბამბას უკავია და სიდიდით ამ პროდუქტის მე-10 ექსპორტიორია მსოფლიოში. იგი არის ბუნებრივი აირის სიდიდით მე-5 მარაგის მფლობელი. ქვეყნის სხვა მინერალური რესურსებია: ნავთი, ქვანახშირი, გოგირდი, მარილი. ძირითადი საექსპორტო საქონელია: კვების პროდუქტები, ნავთობი, ბუნებრივი გაზი, ბამბა. ეროვნული ვალუტა - თურქმენული მანათი (TMM).
[რედაქტირება] უახლესი ისტორია
თურქმენეთის საზღვრების ფორმირება საბჭოთაა ეპოქაში მოხდა. მოკავშირე რესპუბლიკა სსრ კავშირის შემადგენლობაში 1925 წლიდან. მისი დაშლის შემდეგ 1992 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. არის დსთ-ს წევრი ქვეყანა. პრეზიდენტი ძალაუფლება თითქმის აბსოლუტურია, არ არსებობს ოპოზიცია, ერთადერთი ლეგალური პოლიტიკური ორგანიზაციაა თურქმენეთის დემოკრატიული პარტია. სახეზეა პიროვნების კულტის ყველა ნიშანი: თურქმენბაშის (”თურქმენთა ლიდერი” - საფარმურატ ნიაზოვის) გამოსახულებაა ყველგან ბანკნოტებიდან დაწყებული სასურსათო პროდუქციის ეტიკეტებით დამთავრებული. 1999 წელს მეჯლისმა მას უვადო საპრეზიდენტო უფლებამოსილება განუსაზღვრა.
[რედაქტირება] კულტურა
- ღირშესანიშნაობები: გეოქ-თეფეს ციტადელი ახალთექის ოაზისში; სახელმწიფო ისტორიული და კულტურული პარკი „ძველი მერვი“. მერვი წარმოადგენდა ”დიდი ხორასნის” ხალიფების სატახტო ქალაქს.
დსთ–ს ქვეყნები | |
აზერბაიჯანი | ბელარუსი | თურქმენეთი | მოლდოვა | საქართველო | რუსეთი | სომხეთი | ტაჯიკეთი | უზბეკეთი | უკრაინა | ყაზახეთი | ყირგიზეთი |