ვიკიპედიიდან
< ვიკიპედია:თავფურცელი
რჩეული სტატია
|
ბულგარული ენა (ბულგარულად – Български език) მიეკუთვნება ინდოევროპულ ენათა სლავური ოჯახის სამხრეთსლავურ ჯგუფს. ბულგარულს მრავალი დიალექტი აქვს. ისინი თავის მხრივ ცალკეულ კილო–კავებად იყოფა. ბულგარულთან ყველაზე ახლო მდგომი ენა არის მაკედონური. ამ ორი ენის დიალექტები ქმნის ერთგვარ ენობრივ კონტინუუმს. თვით ბულგარეთში ბევრი მაკედონურს არც კი აღიარებს ცალკე ენად და მას ბულგარულის დიალექტებს მიათვლის. ბულგარულს საერთო არაფერი აქვს ე.წ. პროტობულგარულთან, რომელიც მეცნიერთა მტკიცებით თურქულ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება, ხოლო ზოგ მეცნიერთა თეორიების მიხედვით კი პროტობულგარული ჩრდილოაღმოსავლეთ ირანულ ენათა ჯგუფს უნდა მიეკუთვნოს.
თანამედროვე ბულგარული ენა არის პირდაპირი მემკვიდრე ძველი ბულგარული ენისა, რომელსაც სამეცნიერო ლიტერატურაში სხვადასხვა სახელი აქვს, მაგრამ ძირითადად მაინც სამი სახელი – ძველბულგარული, ძველი საეკლესიო სლავური და ძველი სლავურია გავრცელებული. სალონიკის ძველბულგარულის საფუძველზე წარმოქმნილ ამ ენას უკვე IX–X საუკუნეებიდან მოეპოვება წერილობითი ძეგლები, რომლებიც საეკლესიო ხასიათისაა. ამ ფაქტმა განაპირობა ის, რომ ზოგ სლავურ ქვეყანაში ძველბულგარულს თანასახელად სწორედ ძველი საეკლესიო სლავური ან ძველი სლავური ჰქვია. ლიტერატურა ძველბულგარულ ენაზე ჯერ გლაგოლიცაზე, ხოლო მოგვიანებით კირილიცაზე იქმნებოდა.(…სრულად)
|
იცოდით, რომ...
|
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
|
|
მთავარი სიახლეები
|
|
18 მარტი — ამ დღეს...
|
|
კვირის პროექტი
|
|
|
დღის ფოტოსურათი
|
|
ბესლეთის ხიდი (ასევე თამარის ხიდი) – XII საუკუნის ქართული კულტურის მატერიალური ძეგლი სოხუმთან, მდ. ბესლეთზე. ხიდთან ადრე ბესლეთის ციხე მდგარა, რომელიც ვიწრო ხეობაში ქალაქის შემოსასვლელს მთის ტომების თავდასხმებისგან იცავდა. ხიდის თავთან ბოლო დრომდე შემონახული იყო მონუმენტური ქვა-სტელა ქართული ტექსტით. 1990-იანი წლების დასაწყისში სტელა დაიკარგა. ხიდის გარდიგარდმო დღემდე შემორჩენილია ქართული ასომთავრული წარწერები.
სურათზე: ასომთავრული წარწერები ბესლეთის ხიდზე. ავტორი: უცნობი
სხვა რჩეული ფოტოები...
|
|
|